Wednesday, July 13, 2011


  1. პროექტის სახელწოდება.-ახალი წელი საქართველოში.
  2. პროექტის მთავარი იდეა:–საახალწლო ღონისძიების ჩატარება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება საქართველოს კუთხეები.
  3. პროექტის აქტუალობა:– მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება.მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება.სწავლის მოტივაციის ამაღლება.
  4. პროექტის მიზანი:–საქართველოს კუთხეების საახალწლო ტრადიციების გაცნობა.მშობლების სასკოლო ცხოვრებით დაინტერესება.
  5. მონაწილეთა ასაკი:–I,II,III,IV,V,VI,VII,VIII,IX კლასები.
  6. ვადები/ხანგრძლივობა:–1.XII-დან 29.XII–მდე.
  7. მოსალოდნელო შედეგები:–კედლის გაზეთის გამოშვება.საახალწლო ღონისძიების ჩატარება. კონკურსის მოწყობა.გამარჯვებული კლასის დაჯილდოება.ფოტოგამოფენის მოწყობა.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:–კომპიუტერი,ფოტოაპარატი,ვიდეო კამერა,დიდი ზომის ფორმატები, სახატავი მასალები, ფერადი ფურცლები, ნაძვის ხე თავისი ატრიბუტებით.
  9. პროექტის მსვლელობა:
რესურსების მოძიება.პროექტის ხელმძღვანელი განცხადებით მიმართავს დირექციას, რათა დაეხმაროს საჭირო რესურსების მოძიებაში.(დიდი ზომის ფორმატები, სახატავი მასალები,წებო, ფერადი ფურცლები, ნაძვის ხე ატრიბუტებით,) თითოეული კლასის მშობლებს ევალებათ ბავშვებს დაეხმარონ რესურსების მოძიებაში(კუთხისათვის დამახასიათებელი ატრიბუტები,ნაციონალური ტანსაცმელი და სამზარეულო.)
  • დავალებების განაწილება.თითოეული კლასი კენჭისყრით ირჩევს საქართველოს რომელიმე კუთხეს, მოიძიებს ინფორმაციას ამ კუთხის შესახებ(ისტორიულ–გეოგრაფიული მდებარეობა, კულტურა,საახალწლო  ტრადიციები,)
  • მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრების მომზადება. თითოეული კლასი მუსიკისა და ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით ამზადებს თავისი კუთხისთვის დამახასიათებელ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს.
  • აფიშის დამზადება.მოსწავლეები ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით ამზადებენ აფიშას და აკრავენ საინფორმაციო დაფაზე.
  • კედლის გაზეთის გამოშვება.თითოეული კლასი კლასის ხელმძღვანელის და ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით უშვებს  კედლის გაზეთს, რომელშიც გაშუქებული იქნება ინფორმაცია იმ კუთხის შესახებ, რომელიც ამოირჩიეს და ღონისძიებიდან მიღებულ შთაბეჭდილებებს.
  • ჟიურის დაკომპლექტება.ჟიურის შემედგენლობაში შევლენ მასწავლებლები და მშობლები.(სულ 6 წევრი)
  • საახალწლო ღონისძიების ჩატარება. ღონისძიებაზე მოსწავლეები წარმოადგენენ საქართველოს კუთხეებს,მათ დარბაზში დაეთმობა გარკვეული ფართი, რომელსაც გააფორმებენ კუთხისთვის დამახასიათებელი ატრიბუტიკით.წარმოადგენენ კუთხის მოკლე ინფორმაციას,საახალწლო ტრადიციებს,იუმორისტულ სკეტჩებს, ლექსებს სიმღერებს, ცეკვებს, ნაციონალურ ჩაცმულობას.ჟიური გამოავლენს საუკეთესო კლასს და დააჯილდოვებს დიპლომითა და პრიზით.
  • ფოტო გამოფენის მოწყობა.მოეწყობა ფოტო– გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იკნება ღონისძიების ამსახველი ფოტო მასალა.

10. საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:–ხელოვნებასთან, მუსიკასთან, ისტორიასთან.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):–ზაირა რევაზიშვილი.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:zrevazishvili2011@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:zrevazishvili2011.blogspot.com